ხაბელოვი ლერი გაბრიელის ძე
ხაბელოვი ლერი გაბრიელის ძე

ხაბელოვი ლერი გაბრიელის ძე (5.VII.1964, თბილისი), დაამთავრა საქართვ. ფიზ. კულტურის სახელმწ. ინ-ტი (1985),  თსუ-ის  იურიდ. ფაკ-ტი(2000). არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988) და ოლიმპიური ჩემპიონი (1992). საქართვ. სპორტის დეპარტ. თავ-რის პირველი მოადგილე (1998-2004); საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000-2004);  საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004-2008); არის საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (მესამე ვადით, 2012-დან). იყო საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2016-2020). არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი. საბჭ. კავშირის სპორტის დამს. ოსტატი (1986).